Google Ads

Thursday, February 5, 2015

ატირებული ”ბლატნოი ეკა” იმედის პირდაპირ ეთერში (ვიდეო)

სკანდალური ვიდეოების გმირმა ეკა ყურშიტაშვილთმა „იმედის კვირის“ ეთერში ემოციები ვერ შეიკავა. მან ოჯახის წევრებს ბოდიში მოუხადა, ასევე, მოუბოდიშა „იმედის“ ჟურნალისტებსაც, რომლებიც, მისი თქმით, მოატყუა, რომ გოგა ჭანტურიასა და დავით ცინარიძეს იცნობდა. „იმედის კვირაში“ გასულ სიუჟეტში ის ამბობდა, რომ ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში ის ნამდვილად საპატრულო პოლიციის უფროსსა და მის მოადგილეს ესაუბრებოდა. ვიდეოების გავრცელებიდან მოკლე ხანში, ეკა ყურშიტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სინამდვილეში, ცინარიძესა და ჭანტურიას არ იცნობდა და მათთან არ რეკავდა. ყურშიტაშვილის თქმით, ამით მას ჯარიმისაგან თავის დაღწევა უნდოდა.

No comments:

Post a Comment