Google Ads

Thursday, February 5, 2015

პატრულთან ბლატაობით განთქმული გოგოს პირადი ფოტოები

ეკატერინესა და თბილისელი პატრულის თანამშრომლის დიალოგების ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით გავრცელდა და თელაველი "სვეცკი გოგოს" პერსონით ბევრი დაინტერესდა. რის გამოც დრონი.ჯი-მ მისი პირადი ფოტოები მოიპოვა. ჩვენ ასევე გავარკვიეთ, რომ ეკა 24 წლისაა და ჰყავს ერთი ქალიშვილი.

როენა ხუცურაული (მამიდა) ინგა გრიგოლიას უპირისპირდება



როენა ხუცურაულის განცხადებით, რომელსაც საზოგადოება „მამიდა“-ს მეტსახელითაც იცნობს, ის სექს ინდუსტრიაში არ დაბრუნებულა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ბიზნესიდან არც კი წასულა.

როენა ხუცურაულმა ეს, ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა და აღნიშნულით, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ,,იმედის კვირის“ ანონსს გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ „ცნობილი როენა დიდ სექს ინდუსტრიაში დაბრუნდა“.

,,ვერ გავიგე!!! ან სად ვიყავი წასული, ან როდის დავბრუნდი ალბათ უცხო პლანეტაზე ხო? [სასტუმრო] მე ამჟამად გაქირავებული მაქვს საკმაოდ დიდი ხანია და თუ ინგა გრიგოლიას უნდა, მაგის სახელზეც შემიძლია მივაქირავო. ესე იგი, თბილისში თუ რამე სასტუმროებია, ყველგან სექსს ინდუქტრიაა? მოიპარა უნამუსოდ და ჩემი სახლის წინ სადგომთან გადამიღო. მაგას მარტო ეგ ინტრიგა ეხერხება, რათა შოუ არ ჩაუვარდეს, ინტრიგნული ტყუილი ხომ უნდა თქვას. კიდევ კარგი, ვარსებობ, თორემ რა ეშველებოდა ინგა გრიგოლიას, ჰა ჰა ჰა“,- წერს როენა ხუცურაული.

შს მინისტრი, ეკა ყუშიტაშვილის და ცინარიძის ”სკანდალზე” პირველ კომენტარს აკეთებს

შს მინსტრი ვახტანგ გომელაური გაზეთ „კვირის ქრონიკას“ ვრცელ ინტერვიუს აძლევს. ვახტანგ გომელაური საპატრულო პოლციის თანამშრომლებზე გამოქვეყნებულ სკადალურ ვიდეომასალაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპატრულო პოლიციელისა და მოქალაქის ვიდეო გაასაჯაროვა. ეს არის საიდუმლო ინფორმაცია და როგორ აღმოჩნდა „ნაციონალების" ხელში?
რა თქმა უნდა, ეს ჩანაწერი არ უნდა მოხვედრილიყო არც ოპოზიციისა და არც პოზიციის ხელში, ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება. პატრულის კამერა მოქალაქესთან საუბარს იღებს პრევენციის მიზნით, რომ პრეტენზიის შემთხვევაში, მოქალაქეს ჩანაწერი აჩვენონ. გენერალური ინსპექცია იძიებს, როგორ აღმოჩნდა ეს ჩანაწერი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში, უწყებიდან ვინ გაიტანა ჩანაწერი.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ქალბატონს შეეწირა პატრული, ჯღარკავა სწორედ მისი მოთხოვნით გათავისუფლა სამსახურიდან.

ასეთი რამ არ მომხდარა, პარალელი მინდა გავავლო ბორჯომის თემასთან, ეს ფაქტი მოხდა დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინათ და „ნაციონალებმა" დაასახელეს, თითქოს ფირზე იყო ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ ბერიკაშვილი. ეს იყო ტყუილი, არის მისი მოსახელე და მოგვარე ზურაბ ბერიკაშვილი, რომელიც სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილეა, წლებია, რაც იქ მუშაობს. ის ბორჯომიდან მოდიოდა, დაურეკეს, რომ ბავშვმა ფეხი მოიტეხა, თვითონ ნასვამი იყოს, საჭესთან ფხიზელ მდგომარეობაშ მყოფი ახალგაზრდა დასვა, ამ ახალგაზრდას არ ჰქონდა მართვის მოწმობა, გააჩერა პატრულმა და მართვის მოწმობის არქონის გამო უწერდა ჯარიმას. რაც იქ მოხდა, მერე იმაზე პატრულმა სწორი რეაგირება გააკეთა და წაიყვანეს განყოფილებაში. დაუწერეს ჯარიმა და გამოუშვეს. ახლა ნახეთ რა ინტერპრეტაცია მისცეს ამას „ნაციონალებმა“, თითქოს პატრული გაათავისუფლეს ამის გამო სამსახურიდან, რომ ზურაბ ბერიკაშვილს ჯარიმა გამოუწერა. ის დააკავა ორმა თანამშრომელმა, აქედან ერთ-ერთი მალევე დაწინაურდა, ხოლო მეორემ მომხდარიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ საკუთარი ნებით დატოვა სამსახური. სად არის ლოგიკა, თუ ერთ უშვებენ, მეორეს რატომ აწინაურებენ? და არც იმ ქალბატონის გულისათვის არ გაუთავისუფლებიათ პატრული სამსახურიდან.

ატირებული ”ბლატნოი ეკა” იმედის პირდაპირ ეთერში (ვიდეო)

სკანდალური ვიდეოების გმირმა ეკა ყურშიტაშვილთმა „იმედის კვირის“ ეთერში ემოციები ვერ შეიკავა. მან ოჯახის წევრებს ბოდიში მოუხადა, ასევე, მოუბოდიშა „იმედის“ ჟურნალისტებსაც, რომლებიც, მისი თქმით, მოატყუა, რომ გოგა ჭანტურიასა და დავით ცინარიძეს იცნობდა. „იმედის კვირაში“ გასულ სიუჟეტში ის ამბობდა, რომ ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში ის ნამდვილად საპატრულო პოლიციის უფროსსა და მის მოადგილეს ესაუბრებოდა. ვიდეოების გავრცელებიდან მოკლე ხანში, ეკა ყურშიტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სინამდვილეში, ცინარიძესა და ჭანტურიას არ იცნობდა და მათთან არ რეკავდა. ყურშიტაშვილის თქმით, ამით მას ჯარიმისაგან თავის დაღწევა უნდოდა.

ამ წყვილის შესრულებამ მილიონობით ადამიანის ოვაცია დაიმსახურა. ძალიან მაგარია!